სასამართლოს რეფორმა

ევროპულმა საქართველომ სასამართლოს შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა

ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ სასამართლოს შესახებ ევროპული საქართველოს საკანონმდებლო ინიციატივა ჟურნალისტებს გაანცო . ინიციატივა ითვალისწინებს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ყველა სისხლის სამართლის საქმეზე ამოქმედებას, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენი ექსკლუზიური უფლების ჩამორთმევას, ევროპული საქართველოს ინიციაიტივით, პარლამენტის რეგლამენტში დეტალურად გაიწეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი.

1. სრულად ამოქმედდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რომ მოქალაქეთა ბედი აღარ იყოს დამოკიდებული სახელმწიფოზე და გაჩნდეს ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ;

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს ჩამოერთვათ ექსკლუზიური უფლება, პარლამენტს წარუდგინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. საბჭოს თითოეულ წევრს შეეძლება, დაასახელოს კანდიტატი, რომელიც, კანონისმიერი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ავტომატურად წარედგინება პარლამენტს;

3. კანდიდატების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, იურიდიულ კომიტეტთან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, შემდეგი წესით:

საპარლამენტო უმრავლესობა - 4 დეპუტატი, უმცირესობა - 3 დეპუტატი, სხვა ფრაქციები - თითო დეპუტატი, ადვოკატთა ასოციაცია და სახალხო დამცველი - თითო წევრი, არასამთავრობო სექტორიდან ორი წევრი სახალხო დამცველის წარდგინებით. სამუშაო ჯგუფს ჰქონდეს უფლება, მიიღოს კანდიდატების შესახებ ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, ასევე, საჭიროებისამებრ, გაესაუბროს კანდიდატებს, ხოლო საბოლოო დასკვნა წარუდგინოს იურიდიულ კომიტეტს.

4. პარლამენტის რეგლამენტში დეტალურად გაიწეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი, კერძოდ:

ა) იურიდიულ კომიტეტში კანდიდატთან კითხვა-პასუხისთვის დადგინდეს გარანტირებული დრო ყველა საპარლამენტო ჯგუფისთვის - უმრავლესობა 30 წთ, უმცირესობა 20 წთ, სხვა ფრაქციები - თითოს 10 წუთი, დამოუკიდებელი დეპუტატი 5 წთ.

ბ) პლენარულ სხდომაზე კანდიდატებთან შეხვედრა წარიმართოს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესის შესაბამისად.

5. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დასამტკიცებლად განისაზღვროს დეპუტატთა ¾ ქვორუმი, რათა გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს;

6. პროაქტიულად გამოქვეყნდეს ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. პირის პერსონალური ინფორმაცია დაიფაროს მხოლოდ მხარის მოთხოვნითა და მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

7. სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა, საპარლამენტო ფრაქციების, მთავრობის, სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, 2020 წლის 1 დეკემბრამდე  შეიმუშაოს გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს დროებითი ღონისძიების სახით, უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნებიდან კვალიფიციური მოსამართლეების მოწვევას.

კომენტარები