სასამართლოს რეფორმა

კუბლაშვილი: მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა სწრაფად უნდა ამოქმედდეს

ტაბულა

შერატონში მიმდინარე მოსამართლეთა კონფერენციაზე, კოტე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავარია მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პროცედურა მალევე ამოქმედდეს.
"ყველაზე მთავარი არის ის, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცედურა სწრაფად ამოქმედდეს. ეს ნოემბერზე ადრე ვერ მოხდება, თუმცა მეორე საკითხია ის, რომ მოსამართლეები დაინიშნონ უვადოდ არა მარტო ნოემბერში, არამედ უკვე დანიშნულების გადანიშვნა მოხდეს", - განაცხადა კუბლაშვილმა.
კონფერენცია სახელწოდებით, "ძლიერი სასამართლო - გზა მომავლისკენ" 100-მდე მოსამართლეს და ექსპერტს აერთიანებს. "კონფერენციას 100-ზე მეტი მოსამართლე ესწრება. განვიხილავთ სასამართლოს წინსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოხდება გამოცდილების გაზიარება, რათა უფრო სწრაფად მივიღოთ სასამართლო რეფორმა. კონფერენცია ეძღვნება მოსამართლეების პასუხისმგებლობისა და გამოცდილების ამაღლებას. იმედი მაქვს, საბოლოო შედეგი კარგი იქნება," - აღნიშნა კუბლაშვილმა.

 

კომენტარები