შეხვედრა ლიეჟში

სააკაშვილი: ლიეჟში გამოჩნდა, რომ ერთ მხარესაა ჭკვიანი ხალხი, ხოლო მეორე მხარეს კატასტროფა

მე მინდა ქართველთა კრებაზე გუშინ დამსწრე ყველა ადამიანს მადლობა ვუთხრა. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა, სამწუხაროდ, ყველასთან ვერ მოვახერხე ცალ-ცალკე გასაუბრება, მაგრამ ამის საშუალება მოგვეცემა. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩამოხვედით თვითმფრინავებით, მანქანებით, ავტობუსებით ძალიან შორი მანძილიდან - ესაა ქართული ემიგრაციის გაერთიანების მნიშვნელოვანი ისტორიული დასაწყისი. საქართველოს შრომითი, ადამიანური რესურსები, სამწუხაროდ, ახლა ქვეყნის გარეთაა. ამ ხალხის დაბრუნება საქართველოში, ამის მომზადება, თქვენი ინტელექტუალური რესურსების გამოყენება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც მე ჩემ თავს პირადად დავუსახე. დიდი მადლობა იმ სითბოსთვის. გუშინ, ივანიშვილმა მართლაც გააოცა ევროპა. სამარცხვინო იყო დიდი რაოდენობის ნარკომანების გამოგზავნა, მოჭიდავეების ჩამოყვანა. ახლა ვუყურებდი სურათებს, რომ დაყარეს უამრავი დახეული პლაკატი. გამოჩნდა ნათლად, ერთ მხარესაა ჭკვიანი, ინტელექტულური, განათლებული, ნათელი, კარგი ხალხი, ხოლო მეორე მხარესაა სრული კატასტროფა. არ შეიძლება ბოლოს ამ კატასტროფამ გაიმარჯვოს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ უფრო მაგრები ვართ, ძლიერები ვართ. სწორი ხალხი ხართ, სწორი ხალხი ვართ და სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ შემდეგი შეკრებები ბევრად უფრო შინაარსიანი გვექნება იმ გაგებით, რომ ბევრად მეტი უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს. იქნება შეხვედრები საბერძნეთში, იტალიაში, ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც უფრო კომპაქტურად არიან ქართველები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე ვიდეომიმართვას ავრცელებს. გუშინ, ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით "თანამემამულეთა მსოფლიო კრების" შედგა, სადაც ენმ-ის მოწინააღმდეგეებიც მივიდნენ და მცირე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები