ჩემთვის სრულიად გაუგებარია ის ისტერიკა, რომელითაც ხელისუფლება შეხვდა შეხვედრას, რომელიც გუშინ გაიმართა ლიეჟში და ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, ხელისუფლებას არასდროს უგრძვნია საკუთარი თავი უფრო სუსტად, ვიდრე ის გრძნობს დღეს. სახელმწიფო მონაწილეობდა იმ უმსგავსობის ორგანიზებაში, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როდესაც ჩასული ზონდერ ჯგუფები ხელს უშლიდნენ საკუთარი ქვეყნიდან ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში გადახვეწილ ჩვენ თანამემამულეებს შეკრებილიყვნენ და საკუთარი პოლიტიკური აზრი დაეფიქსირებინათ თავისუფლად და შეუზღუდავად.
შეხვედრა ლიეჟში
სამადაშვილი: გაუგებარია ისტერიკა, რომლითაც ხელისუფლება ლიეჟში გამართულ შეხვედრას შეხვდა
tbl.ge/3h05
დაკოპირდა
ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებულ "თანამემამულეთა მსოფლიო კრების" შესახებ, სადაც ენმ-ის მოწინააღმდეგეებიც მივიდნენ და მცირე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ამავე თემაზე
- ინაშვილი: პროკურორად დამნიშნონ ერთი კვირა, სააკაშვილს ავიყვან და ყველა ძებნილს ჩამოვიყვან
- სააკაშვილი: ლიეჟში გამოჩნდა, რომ ერთ მხარესაა ჭკვიანი ხალხი, ხოლო მეორე მხარეს კატასტროფა
- წულუკიანი: სააკაშვილმა, როგორც აკეთებდა საქართველოში, ლიეჟშიც ჩაახშო განსხვავებული აზრი
- თალაკვაძე: ვიფიქროთ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, ვიდრე ლიეჟში სააკაშვილის შეხვედრა
- ხუხაშვილი: "ოცნების" ელიტაში დღესაც არიან ადამიანები, რომლებსაც მიშას ჩრდილის ეშინიათ