საქართველოს საკალათბურთო ნაკრები

საქართველო-ესტონეთის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაწყებულია

GBF.GE

საქართველოს  ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თებერვალში ორ შეხვედრას გამართავს. 

21 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები გასვლით მატჩს საბერძნეთში ჩაატარებს, ხოლო 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.  

საქართველო-ესტონეთის მატჩზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და გულშემატკივრებს მისი შეძენა ონლაინ – TKT.GE-ზე შეუძლიათ. ბილეთების ფასი – 5, 10, 15 და 25 ლარია.

24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველო-ესტონეთის შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. 

კომენტარები