მიხეილ სააკაშვილი

ვაშაძე: ამისთვის ჩავიდნენ ბიძინასთან, ყელში ამოვიდა თქვენი განსხვავებული აზრი

პირველი არხი

ვაშაძე: განსხვავებული აზრის გამო ჩავიდნენ ბიძინასთან, ყელში ამოვიდა თქვენი განსხვავებული აზრი

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბდნენ, გრიგოლ ვაშაძეც ჩავიდა.

აქ ასევე იმყოფებიან სააკაშვილის მოწინააღმდეგეები და ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ უშვებენ შეკრებაზე განსხვავებული აზრის ემიგრანტებს, ვაშაძემ უპასუხა:

"განსხვავებული აზრის გამო ჩავიდნენ ბიძინასთან. აქ მაინც დაგვალაპარაკეთ თავისუფლად, კაცო. ყელში ამოვიდა ეს თქვენი განსხვავებული აზრი. ეს პარტიული შეკრება არ არის, ეს არის პატრიოტების შეკრება".

სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს თან ჰქონდათ პლაკატი წარწერით "რა ნაცებს, არა ბოროტებას", რომელიც თბილისის ქუჩებში წინასაარჩევნოდ იყო გამოყენებული.

აქ იმყოფებოდნენ შალვა რამიშვილი და PosTV-ის ორი გადამღები ჯგუფი, ასევე თემურ შაშიაშვილი, რომელიც დარბაზიდან სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს გაიყვანეს. 

მოწინააღმდეგეებს მხარდამჭერებმა დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცეს. 

ლიეჟში​ ემიგრანტები ევროპის მრავალი ქვეყნიდან ჩავიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ყველა ემიგრანტი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და მზად არიან, ეს სააკაშვილთან ერთად გააკეთონ.

ბელგიაშია ექსპრეზიდენტის ოჯახიც. თავად სააკაშვილი შეკრებას "თანამემამულეთა მსოფლიო კრებას უწოდებს", მისი სლოგანი კი ასეთია - "ერთად სახლში". 

კომენტარები