ვახუშტის ხიდი

10 თებერვალს ვახუშტის ხიდი ორმხრივად ჩაიკეტება - როგორ იქნება შესაძლებელი მოძრაობა

droa.ge

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს, 07:00 საათიდან 11:00 საათამდე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აიკრძალება.

შსს-ის ცნობით, დავით აღმაშენებლის ძეგლიდან გელოვანის გამზირზე შემოსული ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მხოლოდ ჟვანიას მოედნის მიმართულებით; ბაქრაძის სანაპიროდან "ვეფხი და მოყმის" მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი კი მხოლოდ ჟვანიას მოედნის მიმართულებით შეძლებს გადაადგილებას;

ჩაიკეტება გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამომსვლელი გზა და ავტომობილები მოძრაობას მხოლოდ სააკაძის მიმართულებით გააგრძელებენ; ასევე, ჩაიკეტება სააკაძის მოედნიდან მარჯვენა სანაპიროზე ჩამომსვლელი გზა, ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შარტავასა და ცინცაძის ქუჩების მიმართულებით; 

მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლიდან "ვეფხი და მოყმის" მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს, გმირთა მოედანზე ამსვლელი პანდუსით სარგებლობა შეეძლება, საიდანაც, გზას თამარ მეფის, კოსტავას და ვარაზისხევის მიმართულებით გააგრძელებენ; ჩაიკეტება გმირთა მოედნიდან მარჯვენა სანაპიროზე გადამსვლელი პანდუსი და ავტომობილები მოძრაობის გაგრძელებას იუსტიციის სახლის მიმართულებით შეძლებენ.

დღესვე მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ "დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს". 

კომენტარები