დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში

გეგეშიძე დათუნაშვილზე: ვნანობ ინციდენტს, სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში

კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ არსებული ვითარება. შევჯერდით, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა და ყველა საკითხზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, ვნანობ აღნიშნულ ინციდენტს და ახლა მთავარია ვითარების დასტაბილურება, რადგან ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვების წელია და სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ. ცნობისთვის, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ გეგა გეგეშიძეს ხელში გარკვეული საგანი უჭირავს, რომელსაც მოჭიდავის მიმართულებით იქნევს, შემდეგ კი მუშტს ურტყამს. თავად გეგა გეგეშიძე დარტყმის ფაქტს უარყოფს და დაპირისპირების ფაქტს "უფრო შეხლა-შემოხლას" უწოდებს. მას სასამართლომ აღკვეთოს ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა.

კომენტარები