პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

პრეზიდენტის პრესსპიკერი: ფარული კადრების გავრცელებას ზურაბიშვილი არ მიესალმება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი გმობს ფარული ჩანაწერების გავრცელებას.

მისი თქმით, პრეზიდენტს გამოძიებასთან მუდმივი კონსულტაცია აქვს და პროცესებს თვალყურს ადევნებს. 

"რა თქმა უნდა, ის არ მიესალმება და არის წინააღმდეგი ასეთი ფარული ვიდეო ჩანაწერის გავრცელების ქვეყანაში და სწორედ აქედან გამომდინარე, არის ყველა ის აქტივობა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. უპირობოდ უნდა იყოს ქვეყანაში დაცული გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ასევე დაცული უნდა იყოს ადამიანის პირადი ღირსება. შესაძლოა ამ კონტექსტშიც განხილვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გიპასუხებთ, რომ ის გადის კონსულტაციებს და თვალყურს ადევნებს, პირადად, მიმდინარე პროცესს. გამოძიებას ვგულისხმობ. ამ ეტაპზე შედგებით კმაყოფილებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, იმიტომ რომ ჯერჯერობით მიდის გამოძიება",- ამბობს მოისწრაფიშვილი.

ეკა ბესელიასთვის ფარული კადრების გავრცელების საქმეზე შსს-მ 1-ლ თებერვალს 16 ადამიანი დააკავა, მათგან 2- ენმ-ის აქტივისტი. პარტიის წევრების თქმით, კადრები მათმა მხარდამჭერებმა ჩათში ვირუსულად მიიღეს, რამდენიმე საათში კი პოლიციაში დაიბარეს.

კომენტარები