პარტიულ დისციპლინას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გუნდში სხვადასხვა საკითხზე მსჯელობას არავინ ზღუდავს და ეს არის მნიშვნელოვანი, სხვანაირად, შეუძლებელია - ერთ კონკრეტულ თემაზე ერთნაირი მოსაზრება ყველას ვერ ექნება. ცხადია, მსჯელობა ამა თუ იმ საკითხზე უნდა მოხდეს გუნდში, როდესაც მოხდება შეჯერება გუნდში, პარტიის შიგნით, შემდეგ უკვე განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება მე არასწორად მიმაჩნია. ეს ხელს უწყობს გუნდის რღვევას, ვისაც სურვილი აქვს გუნდის დატოვების, კარი არის ღია - შეუძლიათ დატოვონ გუნდი
tbl.ge/3ghr
დაკოპირდა

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე. ცნობისთვის, დღეს უმრავლესობის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ თქვა, რომ ქართული ოცნების დატოვებას აპირებს. მან აღნიშნა, რომ "შეიძლება, ეს ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ მაინც გამრიცხავენ. აქ საუბარი არის, ვინ ვის დაასწრებს".
ამავე თემაზე
- ყაველაშვილი: ხალხის თანადგომით მოვახერხეთ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ სვლის დაწყება
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი




