ამ საკითხებში [პირადი ჩანაწერების გავრცელება] ხელისუფლებას ნულოვანი ნდობა აქვს. წლებია, გრძელდება ამ საშინელი სიბინძურის საჯარო სივრცეში პოლიტიკური მიზნებით გამოყენება. ასეთი მომენტები დგება, როცა საკუთარ გუნდში ხელისუფლებას ვინმეს შერისხვა უნდა. ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივიღეთ პასუხი, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ახლა, როცა საზოგადოებრივი წნეხი გაიზარდა, ოპოზიციის აქტივისტები დააკავეს.
ეს ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლების მიზანი ისრების გადატანაა. ხელისუფლება არ ებრძვის რეალურ დამკვეთებს, არც იმათ, ვინც ეს სიბინძურის მანქანა ამოქოქა