დავით ჭიჭინაძე

ჭიჭინაძე: "ოცნების" შეხვედრა საკმაოდ მძიმედ დასრულდა ჯგუფისთვის, ვინც მოსამართლეებს ლობირებს

უმრავლესობის ორდღიანი შეკრება, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, საკმაოდ მძიმედ დამთავრდა იმ ჯგუფისთვის, ვინც მოსამართლეებს ლობირებს. არ იცოდა ივანიშვილმა, რომ 2024 წლამდე შეიძლებოდა შეჩერებულიყო უვადოდ დანიშვნები, რომ ვენეციის კომისიამ ამის თანხმობა მისცა - ეს ივანიშვილისთვის ახალი აღმოჩნდა. იქ ძალიან ბევრი ნიუანსი იყო, სადაც ბესელიამ, გოგიჩაიშვილმა, გედი ფოფხაძემ, ნუკრი ქანთარიამ ძალიან ბევრი წონად არგუმენტი ამ მოსამართლების წინააღმდეგ წარმოადგინეს, მათი განვლილი ცხოვრებიდან. ძირითადად ეს ადამიანები ლაპარაკობდნენ და ისინი იყვნენ თავის მართლების პერიოდში და გამოსავლის ძებნაში. აქედან გამომდინარე, მოდა როგორღაც ამ ერთობის შენარჩუნება.

ქართული ოცნებიდან გარიცხული და აწ უკვე პარტიოტთა ალიანსის დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე გასულ კვირას მმართველ გუნდში გამართულ შეხვედრაზე საუბრობს, სადაც დაპირისპოირების საკითხი განიხილებოდა.

კომენტარები