პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება

ელისაშვილი: ბესელია დიდი ოხერი და შებერტყილია, მოსამართლეების თემით აბჯარი იშოვა

[ეკა] ბესელია ხიდებს არ წვავს და პირდაპირ არ უნდა, შეასკდეს [ბიძინა] ივანიშვილს, თორემ ბესელიამაც ძაან კარგად იცის, რომ არც არის გამორიცხული, რომ ამ ხელისუფლების ჩაწერილი იყოს იმიტომ, რომ ვიცი ძალიან კონკრეტული ამბები, რომ ამ ხელისუფლებამ არაერთი ადამიანი ჩაწერა და მათი პირადი ცხოვრება ჩაწერა. ჰოდა, თავს მოდით, ნუ მოვიტყუებთ. ასეთი კადრების მფლობელი არის უშიშროება. უშიშროება ექვემდებარება ხელისუფლებას. წინა ხელისუფლების დროს ექვემდებარებოდა "ნაციონალებს", ახლა ექვემდებარება სუს-ი ქართულ ოცნებას. არავის სხვას მსგავსი არქივი არ აქვს. არავის სხვას მსგავს არქივზე ხელი არ მიუწვდება. შესაბამისად, მაშინაც მოიტყუა ხელისუფლებამ, [ირაკლი] ღარიბაშვილმა რაღაც უნიჭო სპექტაკლი რომ დადგა, რომ ვითომ რაღაც შრედერის აპარატში გაანადგურა... რა თქმა უნდა, მათთვის საყურადღებო მასალები დაიტოვეს, როგორც ჩანს, და ახლებიც დაამატეს ამ 7 წლის განმავლობაში. ახლა ხედავენ, რომ მოდით, ვთქვათ და პირდაპირ ვიტყვი, რომ დიდი ოხერი და შებერტყილია ბესელია. ძალიან მოხერხებული პოლიტიკოსია. ახლა რამდენად მისაღები პოლიტიკოსია ეგ სხვა ამბავია ჩემთვის, მაგრამ 10 თავით უფრო ჭკვიანია, 10 თავით მაღლა დგას, თბილისურად ვიტყვი, მარიფეებზე, კობახიძეებზე და მდინარაძეებზე და დანარჩენ სხვებზე. 

ჯერ ერთი, რამდენი ხანი ვიცოდით, რომ ბესელიას გაგდება უნდოდათ ოცნებიდან. ბესელია გაიტრუნა, გაიტრუნა და, მოსამართლეების თემა როგორც კი შევიდა პარლამენტში, აი, ეს თემა აიფარა და მოდი და თქვი ახლა, რომ რახან ბესელია გულზე არ მეხატება, ამიტომ ის მოსამართლეები უზენაესის მოსამართლეები უნდა გახდნენ? არა, ხო? ამიტომ, ბესელიამ მშვენიერი აბჯარი იშოვა, ძალიან მოხერხებულია და შემდეგ, აი, ახლა ეს კადრები, რომლებიც მის წინააღმდეგ გავრცელდა. თანადგომისთვისაც კი განმაწყო ბესელიასადმი, ისეთებს შვრება ეს ხელისუფლება უკვე

პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი ტვ პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში". უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თემა ქართულ ოცნებაში დაპირისპირების საგანი გახდა, რის შემდეგაც ინტერნეტში მმართველი გუნდის დეპუტატის, ეკა ბესელიას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა

კომენტარები