საპატრულო პოლიცია

საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ თანამდებობა დატოვა

საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ თანამდენობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. 

თეიმურაზ კუპატაძე საზღვრის დაცვის უფროსის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. ვინ გახდება საპატრულო პოლიციის უფროსი ჯერჯერობით უცნობია. 

თეიმურაზ კუპატაძე საპატრულო პოლიციის უფროსად 2017 წლის 23 ნოემბრს დაინიშნა, მანამდე ის იმერეთის საპატრულო პოლიციის უფროსი იყო, უფრო ადრე კი საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი.

ასევე იყო საპატრულო პოლიციის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოსა და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი. 

კომენტარები