საპატრულო პოლიცია

პრემიერი: ამ მოკლე დროში თითოეული პოლიციელი დავაბრუნეთ ქვეყნის სამსახურში

ის რეფორმები, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელდა, განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ჩვენ ამ მეტად მოკლე დროში რადიკალურად შევცვალეთ მიდგომები მოქალაქეების მიმართ და თითოეული პოლიციელი დავაბრუნეთ ქვეყნის სამსახურში. დღეს მოქალაქეს აღარ აქვს განცდა, რომ პოლიციელი მას ებრძვის. დღეს მოქალაქეს აქვს პოლიციელის იმედი და ეს არის თქვენი დამსახურება. დღეს საქართველო ამაყობს თქვენით და ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი. თქვენ ზრუნავთ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. განხორციელებული რეფორმები არის ძალიან შთამბეჭდავი. ეს იქნება კიდევ უფრო სასარგებლო ჩვენი პოლიციის მუშაობისთვის. 

 

განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრულო პოლიციის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

კომენტარები