NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 61%-მა არ იცის, როგორ შეაფასებდა მთავარი პროკურორის საქმიანობას

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 61 %-მა არ იცის, როგორ შეაფასებდა მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის საქმიანობას.

  • ძალიან კარგად მხოლოდ 1% აფასებს
  • კარგად 18%
  • ცუდად 15 %
  • ძალიან ცუდად 4 % 

კითხვაზე არ უპასუხა გამოკითხულთა ერთმა პროცენტმა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

კომენტარები