უგანდელი ქალი

39 წლის უგანდელი ქალის ცხოვრება, რომელსაც 38 შვილი ჰყავს

39 წლის უგანდელ ქალს 38 შვილი ჰყავს. მარიამ ნაბატანზიმ სულ 44 შვილი გააჩინა, თუმცა 6 მათგანი გარდაიცვალა. ის 13 წლის იყო, როცა მშობლებმა 27 წლის კაცს მიჰყიდეს ქორწინების მიზნით. 14 წლის იყო როცა პირველად იმშობიარა და მხოლოდ ორჯერ გააჩინა ერთი ბავშვი, ყველა სხვა მშობიარობისას ის ერთდროულად 2, 3 ან 4 ბავშვს აჩენდა. 

მარიამი ამბობს, რომ მისი ქმარი ბავშვების გაზრდაში მონაწილეობას არ იღებს და ის თვეობით უჩინარდება ხოლმე. ქალი რამდენიმე სხვადასხვა საქმით არის დაკავებული იმისთვის, რომ ბავშვები გამოკვებოს. ის აგროვებს მცენარეებს, აცხობს და ყიდის ნამცხვრებს, აკეთებს ვარცხნილობებს, აფორმებს წვეულებებს. როგორც თავად ამბობ ყოველდღიურად მის ოჯახს 10 კილო მარცვლეული, 7 კილო ლობიო და 4 კილო შაქარი სჭირდება. 

BBC-ის ყოფილი ჟურნალისტის კასიმ კაირასთვის მიცემულ ინტერვიუში მარიამი ყვება: "მე მინდა ვუთხრა ყველა მშობელს, რომ შეწყვიტონ საკუთარი შვილების მიყიდვა კაცებისათის ადრეული ქორწინების მიზნით, ისინი ამ დროს იტანჯებიან. მშობლის სიყვარულის დაკარგვა არის ის, რასაც ვერაფრით აინაზღაურებს ადამიანი. მე ყოველთვის გავაგრძელებ ბრძოლას იმისთის, რომ ჩემს შვილებს ჰქონდეთ საჭმელი და არასდროს მივატოვებ მათ. მინდა მივმართო კაცებს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქორწინება ნიშნავს გაიზიარო პასუხისმგებლობა შვილების გაზრდაზე."

 

კომენტარები