ნარკოტიკი

შსს: ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოვიღეთ

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული რ.ს. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 10 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“  შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები