დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში

ფედერაცია: ჭიდაობაში სიტუაციის არევის მსურველთა ფანტაზიას საზღვარი არ აქვს

"ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს, რომელიც ძალიან გავს წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას." - ჭიდაობის ფედერაცია ჩემპიონატზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ფედერაცია დეტალურად იკვლევს ინციდენტს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გუშინ კურიერის ჟურნალისტ დავით ერაძის სახლზე მომხდარი თავდასხმა, ტელეკომპანიამ დაუკავშირა ჭიდაობის ფედერაციის შესახებ ერაძის მიერ მომზადებულ მასალას, რითაც დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და მოუწოდებენ მედიას თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისაგან. 

"ჭიდაობაში სიტუაციის არევის მსურველი ადამიანების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და ყოველ დღე, მიზანმიმართულად ცდილობენ ახალ-ახალი „ნაღმის“ დადებას. მათი მიზანია, დაძაბულობის მუხტი უფრო და უფრო გაიზარდოს და ნაბიჯ-ნაბიჯ, საჭიდაო სამყაროში მოტრიალე ხალხიც შეიყვანონ შეცდომაში. გუშინ - 25 იანვარს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ამ არხის სპორტული კორესპონდენტის დავით ერაძის საცხოვრებელი სახლის აივნის კარზე ნატყვიარს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა ირიბად მიანიშნა, რომ ეს შემთხვევა შეიძლება უკავშირდებოდეს დავით ერაძის მიერ ერთი კვირის წინ მოჭიდავეების სკანდალზე მომზადებულ რეპორტაჟს. ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კი პირდაპირ ახსენა 5 ათასი ლარის გირაოთი წახალისებული მოძალადეები, რომლებიც ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზებას ახდენენ. ტელეკომპანია რუსთავი 2-მა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და ფაქტია, ხელი გამოიშვირა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და პირადად მისი პრეზიდენტისკენ." - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ ფედერაცია ცდილობს არ ჩაერთოს მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებულ პროვოკაციებში. და მიმართავენ სამართალდამცავებს  დაიცვან ფედერაცია მოსალოდნელი პროვოკაციებისგან

"საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მაქსიმალურად ცდილობს, არ ჩაერთოს ადამიანთა გარკვეული ჯგუფისა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ მიზანმიმართულად აგორებულ პროვოკაციაში და თავი აარიდოს ყოველდღიურად მომზადებულ შეურაცხმყოფელ დარტყმაზე კონკრეტული პასუხების გაცემას. კარგად ვიცით, რომ სატელევიზიო სიუჟეტებში მხოლოდ ერთი მხარის საუბრის გამოქვეყნებით თავს არათანაბარ პირობებში ვიყენებთ და შესაძლოა ბევრმა მაყურებელმა ცალმხრივი სიუჟეტების ნახვის შემდეგ არასწორი დასკვნაც გამოიტანოს, მაგრამ... ჩვენი მთავარი საქმე სპორტის სიყვარულია და არა სკანდალური განცხადებები. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა იმ ისტორიული წარმატებების მიღწევა, რომლებსაც ბოლო წლებში მივაღწიეთ. სწორედ ამ შედეგიანობას ვერ ეგუება ბევრი მტრულად განწყობილი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი და სამწუხაროა, რომ ბინძურ პროვოკაციებში სპორტსმენების გარევასაც არ ერიდებიან. მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცვან ფედერაცია მოსალოდნელი პროვოკაციებისგან. 25 იანვარს ადგილი ჰქონდა პირდაპირი დადანაშაულების ფაქტს, რაც მიზანმიმართული ბინძური კამპანიის ნაწილია." - წერია განცხადებაში. 

გუშინ კურიერი ჟურნალისტის დავით ერაძის სახლს იარაღიდან ესროლეს. ტელეკომპანია რუსთავი ორმა მომხდარი დავით ერაძის მიერ რამდენიმე დღის წინ ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარი დაპირისპირების შესახებ მომზადებულ სიუჟეტს დაუკავშირა. რამდენიმე დღის წინ ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მოჭიდავეს ზურაბ დათუნაშვილს სახეში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. გეგეშიძე დააკავეს და მოგვიანებით 5 ათას ლარიანი გიაოს სანაცვლოს გაათავისუფლეს

კომენტარები