ენ ჰეთევეი

ენ ჰეთევეიმ ალკოჰოლური სასმელების დალევა მინიმუმ 18 წლით შეწყვიტა

ამერიკელმა მსახიობმა ენ ჰეთევეიმ ელენ დეჯენერისის შოუში ალკოჰოლური სასმელების სმაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ის შემდეგი 18 წლის განმავლობაში აპირებს, რომ ალკოჰოლური სასმელები აღარ დალიოს.

"ალკოჰოლის დალევა გასულ ოქტომბერს შევწყვიტე, ვაპირებ აღარ დავლიო მანამ, სანამ ჩემი შვილი ჩემთან ერთად ცხოვრობს, რადგან არ მომწონს გზა, როგორც მე ამას ვაკეთებ. ის უკვე ისეთ ასაკშია, რომ მას მუდმივად დილაობით ვჭირდები", - თქვა ენ ჰეთევეიმ.

მსახიობის თქმით, ერთ-ერთ დილას, როდესაც მან თავისი შვილი სკოლაში დატოვა ნაბახუსევი იგრძნო და მაშინ თქვა, რომ "ეს საკმარისი იყო".

კომენტარები