დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში

დათუნაშვილი: გეგეშიძის გათავისუფლებას მივესალმები, მისი დაჭერა არავის უნდოდა

სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას გეგა გეგეშიძის გათავისუფლების შესახებ,  მივესალმები. მისი დაჭერა არავის სურვილი არ ყოფილა. უბრალოდ მოსამართლეს შეეძლო, მიეღო გადაწყვეტილება, რომ მას თანადებობა დაეტოვებინა. ეს უბრალოდ დროის ამბავია, მე ვიცი, რომ ის დატოვებს თანამდებობას, იმის განცდა მაქვს რომ სიმართლე იზეიმებს.  

ზურაბ დათუნაშვილი გეგა გეგეშიძის გათავისუფლების შესახებ. გეგეშიძე სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კომენტარები