"ბუდაპეშტის" დამფუძნებელი: გადავწყვიტეთ, დავთანხმდეთ ჩანაცვლებაზე ან გამოსყიდვაზე

www.interpressnews.ge

სასტუმრო ბუდაპეშტის დამფუძნებელი გიორგი ზაქაიძე ადასტურებს, რომ მერისთან შეთანხება შედგა. ზაქაიძის თქმით, მათ ორი ვარიანტი აქვთ, ან ჩანაცვლება ან გამოსყიდვა და კომპანიაში მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვტენ თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ. 

"მოხარული ვარ რომ დასრულდა ეს მოლაპარაკებები, ჩვენთვისაც რთული იყო 6 წლის განმავლობაში ამ პროცესებში ყოფნა. მერია წამოვიდა შემხვედრ წინადადებაზე, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო, რომ დაპირისპირება და დაძაბულობა მოგვაშორა. და მოვილაპარაკეთ იმაზე, რომ შევთანხმდებით კონკრეტულ ობიექტებზე და ნაკვეთებზე, არის რაღაც ჩამონათვალი. ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავთანხმდეთ ჩანაცვლებაზე ან გამოსყიდვაზე. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ამოვარჩიოთ რომელიც გვაწყობს. რაღაც შემოტავაზებები იქნება და უკვე რამოდენიმე დღეში მუშა პროცესში დავასრულებთ ამ პროიცესს. მოლაპარაკება შედგა და დასრულდა, უბრალოდ უნდა ამოვარჩიოთ მონაცვლეობა თუ გამოსყიდვა გვინდა. ჩვენ ისევ უნდა წავსულიყავით სასამართლოში გვედავა ზარალზე, მაგრამ რეალობიდან გამომდიანრე, ქალაქის მერიამაც გვთხოვა, ის წინადადებები, რაც შემოგვათავაზეს არის რეალობასთან ახლოს და არის ადეკვატური, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვაკის პარკში გავაკეთებთ ბიზნეს, ჭავჭავაძეზე, მთაწმინდაზე გლდანში თუ ვარკეთილში." - ამბობს ზაქაიძე. 

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ სასტუმრო ბუდაპეშტის დამფუძნებელი ამბობდა, რომ " მერია ხელების გადაგრეხაზეა გადასული" და მისთვის დედაქალაქის მტავრობის მეირ შეტავაზებული პირობები მიუღებელი იყო. მერიაში კი ამბობდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებელს ვაკის პარკში 30 მეტრიანი სასტუმროს აშენების მოქმედი ნებართვა ჰქონდა, ისინი პარკში მსგავსი მასშტაბის მშენებლობას არ დაუშვებდნენ. 

2018 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვაკის პარკში სასტუმროების მშენებლობა შეჩერდა. 

2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულებით, თბილისის მერმა თბილისში, ჭავჭავაძის. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გასცა, რომლითაც ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა;

2013 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით კი, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი, #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.

ამ გადაწყვეტილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა. "მწვანე ალტერნატივამ" სასამართლოს მიმართა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის განკარგულება -  მერიას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესაფასების შემდეგ.  

კომენტარები