კევინ დურანტის ქველმოქმედება

კევინ დურანტი გაჭირვებულ სტუდენტებს ფინანსურად დაეხმარება

"გოლდენ სტეიტის" კალათბურთელი კევინ დურანტი ქველმოქმედებაში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება. ამერიკელი NBA-ს სხვა ვარსკვლავების მსგავსად სხვადასხვა დასახმარებელ ღონისძიებებში სოლიდურ თანხას ხარჯავს.

დურანტი ფინანსურად დაეხმარება იმ ოკლაჰომელ სტუდენტებს, რომლებიც უსახსრობის გამო სწავლას ვერ აგრძელებენ. კალათბურთელი მათ განათლებას სრულად დააფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ დურანტმა ამ ქველმოქმედებისთვის 10 მილიონი დოლარი უკვე გამოყო.

კომენტარები