დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში

ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გეგეშიძეზე და დათუნაშვილზე: იქნებ ამან რამე უთხრა ყურში

ვიდეოზე ჩანს ერთი ქმედება, რომელიც ყველამ იცით, არაფერს ავხსნი, მაგრამ ვინ რა უთხრა ყურში ერთად ახლოს, რომ იყვნენ ხო არავინ არ ვიცით, არავინ არავის არ ამართლებს, მაგრამ არის ერთი, თუ შედეგი იყო შედეგია, მაგარამ შედეგის მერე როცა შენ ყველაფერს კარგავ, იქნებ შეიძლება პროვოკაციისკენ მივდივართ, რუსული გამოთქმა რომ არის, „умирать так с музыкой.“  როცა ესენი ერთად იყვნენ იმ კადრში იქნებ ამან რამე უთხრა ყურში, იქნებ იმან უთხრა რამე, ჩვენი მიზანი ასეთია იქნებ.... ზურაც [დათუნაშვილი] დამშვიდდება, რობერტი აქ არის, ესენი თან მეგობრები არიან, განუყრელი მეგობრები არიან გაუგებრობა ამათ არ აქვთ, გარკვეული დროის მერე ჩვენი პრეზდიუმიც შეიკრიბება, გეგაც თავის აზრს იტყვის, ზურაც იქნება ალბათ, იმიტომ რომ გვაქვს ეს მოჭიდავეებში, ის გრძნობა ბოლომდე არ ქრება, რაც ჭიდილია ხოლმე ლეიბზე, რასაკვირველია გარკვეული დოზით არ ქრება. ჩვენ ობიექტურად გამოვიტანთ აზრს, შესაძლებელია ორივე მხარემ მოიხადოს ბოდიში, იმისთვის რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს, რაღაცა გარკვეული დრო გვინდა, რომ ჩვენ თვითონაც გავერკვეთ, მეც ვიჯექი შორიდან ვუყურებდი, ის ნიუანსი არ ვიცი იქ რა მოხდა, იქნებ რო დავჯდებით მეც გავარკვიო. მერე საზოგადოებას და პრესას მოვახსენებთჩვენ შეჯერებულ აზრს. ცოტა შეიძლება აქეთ არის დამნაშავე, ცოტა შეილება იქეთ არის. ჭიდაობის კეთილდღეობისთვის ასე უდნა ვქნათ, ამ გაუგებრობამ მეტი არ ავნოს უფრო ფედერაციას. ჩვენი მიზანია შიგნით იყოს მშვიდობა.

[სტილი დაცულია]

 

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ედიშემ მაჩაიძე, ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ საუბრობს, რა დროსაც ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე მოჭიდავეს ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა. გეგეშიძე დაკავებულია.

კომენტარები