შეხვედრა 104 წლის გულშემატკივართან

იურგენ კლოპი და კენი დალგლიში ლივერპულის 104 წლის გულშემატკივარს შეხვდნენ (ვიდეო)

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი და ლეგენდარული ფეხბურთელი კენი დალგლიში მერსისაიდელების 104 წლის გულშემატკივარ ბერნარდ შერიდანს შეხვდნენ.

შეხვედრის ვიდეო "ლივერპულის" ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა გამოქვეყნა.

"104 წლის ხართ? ამდენ ქულას გოლფში ვაგროვებ", – იხუმრა კლოპმა.

შეხვედრა ლივერპულისა და კრისტალ პალასის მატჩის შემდეგ (4:3) "ენფილდზე“ შედგა. კლოპი შერიდანს გაესაუბრა, ხოლო შემდეგ 104 წლის გულშემატკივარს წითლების ლეგენდარული თავდამსხმელი კენი დალგლიშიც გამოელაპარაკა.

კომენტარები