უკრაინის პოლიტიკა

უკრაინული ბენდის Океан Эльзы-ის ვოკალისტი პოლიტიკაში წასვლას გეგმავს

LB.ua

უკრაინული ბენდის Океан Эльзы-ის ვოკალისტმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკმა, თქვა, რომ პოლიტიკაში წასვლას გეგმავს. 

ამის შესახებ მან ლონდონში ბრიტანელებსა და უკრაინელებს შორის გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

"საქმეში ვარ და მალე უფრო მეტს გაიგებთ,"- თქვა ვაკარჩუკმა.

თუმცა, მას არ დაუდასტურებია, რომ უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. 

"მსურს, რომ უკრაინულ პოლიტიკაში რაც შეიძლება, მეტი ახალი სახე შემოვიყვანო. ხელისუფლებაში ყოფნა, როგორც ასეთი, არ მხიბლავს. პოლიტიკისკენ უკრაინის არსებული პოლიტიკისგან იმედგაცრუება მიბიძგებს,"- განმარტავს ვაკარჩუკი. 

მისი თქმით, ყურადღების ცენტრში კორუფციის წინააღმდეგ და სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისთვის ბრძოლა უნდა იყოს. 

Океан Эльзы-მ თბილისში კონცერტი რამდენჯერმე გამართა. 

კომენტარები