თბილისის მერია

"პერანგი, ჰალსტუხი" - კალაძემ ავტობუსების მძღოლებისთვის ფორმების შეკერვის დავალება გასცა

თბილისის მერია

თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს ახალი ავტობუსების მძღოლებისთვის სპეციალური ფორმების შეკერვა დაავალა.

"ეტაპობრივად შემოგვივა ახალი ავტობუსები, თებერვლის ბოლოდან უნდა დაიწყოს შემოსვლა, Man-ის ტიპის ავტობუსები იქნება პირველი ეტაპი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მძღოლებისთვის შევკეროთ სპეციალური ფორმები, ეს შეიძლება იყოს პერანგი, ჰალსტუხი, რომ სისუფთავე იყოს და კარგად გამოიყურებოდეს. ამიტომ, ჩემი დავალება იქნება, დაიწყოს ამაზე მუშაობა, რომ ეს მიმართულება მოწესრიგდეს"- თქვა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები