საპირისპირება ჭიდაობის ჩემპიონატზე

კალაძე: ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარი დაპირისპირება მართლაც ამაზრზენი იყო

ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს. ყველა ნორმალურად, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის როგორ უნდა იყოს მისაღები და დადებითი, რაც მოხდა?! ეს იყო მართლაც ამაზრზენი, რაც ჩვენ სატელევიზიო ეთერში ვიხილეთ. მე როგორც ვიცი გამოძიება დაწყებულია და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

თბილისის მერი კახა კალაძე ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარი დაპირისპირების შესახებ საუბრობს. 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკურად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გაუსწორდა.

კომენტარები