თბილისის მერია

საახალწლო დეკორაციების დემონტაჟის გამო ამაღამ რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

რუსთაველის გამზირი - საახალწლო ილუმინაცია
თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო.

უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ, 00:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

კომენტარები