ონლაინ კურსები პრესტიჟულ უნივერსიტეტებში

აივი ლიგის პრესტიჟულ სასწავლებლებში უფასო, ონლაინ კურსის გავლა შეგიძლიათ

აივი ლიგის სასწავლებლები, რომელთა შორისაცაა ბრაუნის, ჰარვარდის, კორნელის, პრინსტონის, დართმუზის, იელის, კოლუმბიისა და პენსილვანიის უნივერსიტეტები, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული სასწავლებლებია. 

2017 წლის მონაცემების მიხედვით, რვავე სასწავლებელი აშშ-ის საუკეთესო სასწავლებლების პირველ 15-ეულშია. 

ამ სასწავლებლებში მოხვედრა ძალიან რთულია, თუმცა ახლა უკვე უფასო ონლაინ კურსების გავლა შეგიძლიათ, რომელიც 9 მიმართულების 300-მდე კურსს მოიცავს, მათგან 250 კვლავაც აქტიურია. 

კურსები შეგიძლიათ აირჩიოთ შემდეგი კატეგორიებიდან: 

  • კომპიუტერული მეცნიერებები
  • ბიზნესი და მენეჯმენტი
  • ჰუმანიტარული საგნები
  • ხელოვნება და დიზაინი
  • მეცნიერება
  • ჯანმრთელობა და მედიცინა
  • მათემატიკა
  • განათლება და სწავლება 
  • ინჟინერია

იმისათვის, რომ მითითებული კატეგორიებიდან რომელიმე კურსი გაიაროთ, უნდა გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე და აირჩიოთ სასურველი მიმართულება. 

კომენტარები