დევიდ ბოუი

BBC-ის გამოკითხვით, დევიდ ბოუი მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ არტისტად დასახელდა

დევიდ ბოუი მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ არტისტად დასახელდა.

გამოკითხვა BBC-ის ერთ-ერთ შოუში "Icon's TV show"-ში ჩატარდა, რომელიც ფოკუსირებულია მეოცე საუკუნის გამოჩენილი ადამიანების ისტორიებზე.

არტისტების კატეგორიაში დევიდ ბოუიმ ჩარლი ჩაპლინს, ბილი ჰოლიდეისა და მერლინ მონროს აჯობა.

გამოკითხვის მიზანი იყო გამოერკვია ვის თვლის ხალხი მეოცე საუკუნის ყველაზე დიდ არტისტად.

გარდა არტისტებისა, გამოკითხვაში კიდევ რამდენიმე კატეგორია იყო - აქტივისტები, სპორტის ვარსკვლავები, ლიდერები, მეცნიერები და მკვლევარები.

კომენტარები