კრიმინალი

შსს: პირი იმ დროს დავაკავეთ, როცა მანქანის საქარე მინა დააზიანა და სალონში შეღწევას ცდილობდა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს ვარკეთილში, სხვისი ნივთის ფარულად დაუფლების მიზნით, ავტომობილის საქარე მინა დააზიანა და მანქანის სალონში შეღწევას ცდილობდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს", - ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები