კირა ნაითლი

კირა ნაითლი: დედობა ფიზიკური და ემოციური მარათონია

ინგლისელმა მსაიხობმა კირა ნაითლიმ ჟურნალ ვოგთან დედობასა და პასუხისმგებლობებზე ისაუბრა.

"ვგრძნობ, რომ მაქვს პასუხისმგებლობა დავეხმარო სამაროს იყოს უფრო თანასწორი. ჩვენი საზოგადოება პატრიარქალურია და მხოლოდ წაგვადგება თუ ქალები მათ გამოცდილებებზე ისაუბრებენ", - თქვა კირა ნაითლიმ.

მსახიობის თქმით, ქალები არ არიან საკმარისად დაფასებულები დედობის გამო.

"მე იმ ადგილიდან ვარ, სადაც პრივილეგირებული ვიყავი, იდეალური მხარდამჭერის სისტემა მქონდა, დაუჯერებლად იღბლიანი ვარ კარიერაში, შემიძლია შევიძინო კარგი ბავშვის მოვლის ნივთები, მაგრამ დედობა კვლავ ძალიან ძნელია. იმას არ ვგულისხმობ, რომ ჩემი შვილი არ მიყვარს, უბრალოდ არის რაღაცები, რის გამოც ხანდახან მგონია რომ ჩავფლავდი. მე უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია და ეს სულაც არ არის ადვილი", - თქვა კირა ნაითლიმ.

კომენტარები