კირა ნაითლი

კირა ნაითლი ქალიშვილს დისნეის ზოგიერთი ფილმის ყურების უფლებას არ აძლევს

Marie Claire

მსახიობი კირა ნაითლი ქალიშვილს დისნეის ზოგიერთი მულტფილმის ყურებას უფლებას არ აძლევს, რადგან იქ წარმოდგენილ ქალებს არ ეთანხმება.

კერძოდ, კირა ნაითლის ქალიშვილს "Cinderella"-სი და "Little Mermaid"-ის ყურების უფლება არ აქვს.

"1950 წელს გადაღებულ "Cinderella"-ში ქალი ელოდება მდიდარ კაცს, რათა მანდ გაარჩინოს. არა! არ დაელოდოთ! თავად გადაარჩინეთ საკუთარი თავები, აუცილებლად!" - თქვა მსახიობა.

მან ასევე "Little Mermaid"-ზე ისაუბრა.

"ფილმში სიმღერები შესანიშნავია, მაგრამ არ მისცეთ თქვენი ხმა კაცს. გამარჯობა! ამის გამო ძალიან გაღიზიანებული ვარ, რადგან მე მართლა მიყვარს ეს ფილმი. თუმცა, მე მას არ ვუყურებ", - თქვა მსახიობმა.

კირა ნაითლის თქმით მისი ფავორიტი ფილმები "Finding Dory" და "Frozen" არის, რადგან იქ წარმოდგენილი ქალები ძლიერები არიან.

კომენტარები