ფოთის მერია

ფოთის მერია 120 კუბოს ყიდულობს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 120 კუბოს ყიდულობს. ელექტრონულ ტენდერზე წინადადებების მიღება გუშინ დასრულდა და მუნიციპალიტეტი უკვე ხელშეკრულებას ამზადებს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 27 356 ლარია. 

სატენდერო პირობებში წერია, რომ 2019 წლის ბოლომდე, მომწოდებელმა 120 სტანდარტული ზომის კუბო, გამოკრული სარჩულით, შემსყიდველს საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში უნდა მიაწოდოს.

მერია კუბოებს "ქალაქ ფოთში მცხოვრები, მარტოხელა, უპატრონო, ვეტერანი და სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი მოქალაქეებისათვის" ყიდულობს.

სატენდერო წინადადება სამმა პრეტედენტმა წარადგინა. მათგან ყველაზე დაბალი ფასი (25 800 ლარი) ინდივიდუალურმა მეწარმემ რომანოზ შამათავამ დააფიქსირა. კომისიამ გამარჯვებულად სწორედ ის დაასახელა. 

კომენტარები