ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ გუნდის თითოეულ წევრს მოვუფრთხილდეთ. რაც არ უნდა გაურკვევლობა იყოს, რაც არ უნდა კამათი იყოს, რაც არ უნდა, გვეჩვენებოდეს რომელიმეს, მე მათ შორის, პირველ რიგში ჩემ თავზე ვიტყვი, რომ არის გადაჭარბებული - ამაზე საუბარი გუნდის შიგნით უნდა მიმდინარეობდეს. გარიცხვაზე და მსგავს საკითხებზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ გუნდის წევრებს ვუფრთხილდებით ყველას და ამ ფარგლებში ვსაუბრობთ ისევ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჯერ დავალაგოთ გუნდის შიგნით ურთიერთობები. მე ვერავის ავუკრძალავ, ბუნებრივია და ვერავინ ამ ქვეყანაში, ვერც ერთ დეპუტატს, მით უმეტეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდეს და თავის პოზიცია გაუზიაროს. მაგრამ ერთია სიმართლე, მეორეა ამ სიმართლის ინტერპრეტაცია და მესამეა გუნდური თამაშის წესები. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, ჩემი ფრაქციის წევრებს, რომ გუნდური თამაშის წესები არ დაარღვიონ
მამუკა მდინარაძე
მდინარაძე: კოლეგებს და ფრაქციის წევრებს მოვუწოდებთ, რომ გუნდური თამაშის წესები არ დაარღვიონ
tbl.ge/3eb6
დაკოპირდა

პარლამენტის წევრმა "ქართული ოცნებიდან", მამუკა მდინარაძემ ეს განცხადება კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში, საპარლამენტო უმრავლესობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრას არ ესწრებოდა ეკა ბესელია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ განსახილველი საკითხი სწორედ ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვა იყო, თუმცა ეს ამ დრომდე არ დასტურდება.
ამავე თემაზე
- მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები საჯაროდ აღარ იძებნება
- კობახიძემ მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტის" წოდება მიანიჭა
- მდინარაძე შს მინისტრად შესაძლო დანიშვნაზე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის ჭორი!
- მდინარაძე: 36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, ვინც სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან
- მდინარაძე: მელანგადასხმულს ვატარებ ყოველდღე, ჩვენი აქტივის გაკავება გვიწევს - მიგვიშვითო




