თბილისში გრიპის ვირუსით 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

რამდენიმე საათის წინ, თბილისში გრიპის ვირუსით 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის სამედიცინო დაწესებულებაში 29 დეკემბრიდან მკურნალობდა.

"პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, ჩვენთან მოყვანისთანავე გადავიყვანეთ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე" - ამბობს ევექსის რეფერალური ჰოსპიტალის ანესთეზოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკა რთველიაშვილი. მისი თქმით, ანამნეზით ირკვევა, რომ პაციენტს სტაციონარში მიმართვამდე ერთი კვირით ადრე გამოუვლინდა გრიპის სიმპტომები.

გრიპის ვირუსით ბოლო 24 საათში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა - ერთი თბილისში, ხოლო მეორე - ფოთში. ექიმების ინფორმაციით, ორივე პაციენტს ვირუსი თანმდევი დაავადების ფონზე გაურთულდა.

საქართველოში ბოლო პერიოდში გრიპით 12 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ამ დროისათვის საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის 158 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

წაიკითხეთ ჩვენებები, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს.

ასევე ნახეთ სააფთიაქო ქსელები, სადაც ექიმის მიერ დანიშნული ანტივირუსული პრეპარატის ტამიფლუს შეძენას შეძლებთ.

კომენტარები