ქართული ოცნების ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატებმა თქვეს, რომ ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
ასევე, სავარაუდოდ, განიხილავენ ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ "არაგუნდურობასთან" დაკავბშირებულ განცხადებებს. ქართული ოცნების დეპუტატის მარიამ ჯაშის თქმით, "ქალბატონი ეკას გადაწყვეტილების გარშემო ალბათ, იქნება საუბარი, მაგრამ გარიცხვის თაობაზე არ ყოფილა არანაირი ინფორმაცია".
თავად ეკა ბესელია სხდომას არ ესწრება. ის საქართველოში არ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, ამის მიზეზად კი, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეები დაასახელა. ბესელიას გადაწყვეტილებას კრიტიკული განცხადებები მოჰყვა მისი რამდენიმე კოლეგის მხრიდან.





