დაბალანსებული კვება

8 საკვანძო ცვლილება, რომელიც ზამთრის რაციონში უნდა შეიტანოთ


ზამთარში, შობას და ახალ წელს, როგორც წესი მხიარულებაა, მაგრამ ამ სეზონს თან ცივი ამინდი, ავადმყოფობის გაზრდილი ალბათობა და ხშირად უხასიათობაც ახლავს.

ფაქტორებს, რომლებიც ჩვენს სხეულზე ნეგატიურად მოქმედებს, მათ შორის საკვებითაც შეგვიძლია გავუმკლავდეთ. რა უნდა მივირთვათ წლის ამ დროს?

1. წითელი წიწაკა

C ვიტამინი დაღლილობას ამცირებს და იმუნურ სისტემას ეხმარება, რაც ზამთრის თვეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ვიტამინის შემცველობით ძირითადად ციტრუსები არიან სახელგანთქმული, თუმცა, წითელ წიწაკაში რამდენჯერმე მეტი C ვიტამინია, ვიდრე, მაგალითად, ფორთოხალში.

2. შებოლილი ორაგული

ცივი ამინდი ჩვენს კანზე უარყოფითად აისახება, ორაგულში შემავალი ომეგა-3 და ომეგა-6 კი კანის სტრუქტურაში საკვანძო როლს ასრულებენ.

3. სოკო

ზამთრის რაციონისთვის სოკო განსაკუთრებით სასარგებლოა მისი ანტიბაქტერიული თვისებების გამო, რაც ინფექციებთან ბრძოლაში გვეხმარება. ვიტამინი D ასევე სასარგებლოა იმუნიტეტის ამაღლებისთვის.

4. ყველი

ყველი D ვიტამინის დონეს ამაღლებს, ეს უკანასკნელი კი მათ შორის მნიშნველოვანია ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის და სევდის პრევენციაშიც გვეხმარება.

5. ცხიმიანი თევზი

ზამთრის რესპირაციული ინფექციები ყველაზე მეტად ჩვენს ფილტვებს უტევს. პრევენციისთვის ომეგა-3 განსაკუთრებით სასარგებლოა.

6. მოცვი

მოცვი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რაც ტოქსინებისა და თავისუფალი რადიკალების მიერ მოყენებულ ზიანს ანეიტრალებს.

7. დარიჩინი

დარიჩინი ასევე დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს - მეტს, ვიდრე თითქმის ყველა სხვა სანელებელი და ბალახი. ის მეტაბოლიზმსაც უწყობს ხელს. ასე რომ, თუ დღესასწაულებზე "ყველაფრის" ჭამას აპირებთ, დარწმუნდით, რომ თქვენს რაციონში დარიჩინიც შედის.

8. ბანანი

გრძელი, ცივი ზამთრის დროს ხანდახან განწყობა ფუჭდება. თუ ასე დაგემართათ, თქვენს სეროტონინის დონეს უნდა წაეხმაროთ - ბანანი ტრიპტოპანს შეიცავს, რომელსაც თავის მხრივ ორგანიზმი სეროტონინის წარმოქმნისთვის იყენებს. იგივე თვისება აქვს თევზს, სოიოს, თხილსა და ნუშს.

კომენტარები