ანიმეს მოყვარულებისთვის იაპონური ანიმაციური სტუდია Ghibli 2022 წელს გასართობ პარკს ხსნის.
როგორც ცნობილია, პარკის მთავარი თემა, ლეგენდარული ჰაიაო მიაძაკის 1988 წელს შექმნილი ანიმე "ჩემი მეზობელი ტოტორო" იქნება.
პარკი ქალაქ ნაგაკუტეში გაიხსნება.

ფოტო: Studio Ghibli
პარკისთვის უკვე გამოიყო ორას ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია, სადაც 2005 წელს მსოფლიო ექსპოზიცია ჩატარდა. პარკში უკვე დგას ჩემი მეზობელი ტოტოროს სახლის ასლი.
ადგილობრივი მთავრობის წევრების თქმით, პარკის მიზანია ბოლომდე აითვისოს ტერიტორია ისე, რომ ბუნებრივი გარემოს სულ მცირე ზიანიც არ მიადგეს.
პარკში ევროპული სტილის აგურის შენობები იქნება, რომლის მსგავსი სტუდიის ნამუშევრებში ხშირად გვინახავს.
პარკის მთავარი კარიბჭე "ჰაულის მოძრავი სასახლის" ინსპირაციით შეიქმნება.

აშენდება თეატრი, გალერეა, იქნება მაღაზიები, სადაც სუვენირების ყიდვა იქნება შესაძლებელი.
ასევე იქნება იმ ჯადოსნური ქმნილებების ქანდაკებები, რომლებიც ანიმეებიდან ვიცით.
ვარაუდობენ, რომ ეს პარკი ისეთივე წარმატებული პროექტი იქნება როგორიც Ghibli-ის მუზეუმი რომელიც 2001 წელს გაიხსნა ტოკიოში.
მთავრობა პროექტის რეალურ ღირებულებაზე ჩამოყალიბებული არ არის. არქიტექტორები პარკის გაუმჯობესებაზე ჯერ კიდევ მუშაობენ.
პარკის არქიტექტურის ზოგიერთი ფოტო, ცოტა ხნის წინ გავრცელდა:
მწვანე გორაკი

ფოტო: Studio Ghibli
გიბლის დიდი შენობების სივრცე

ფოტო: Studio Ghibli
ჯადოქრების სივრცე

ფოტო: Studio Ghibli
მონონოკეს სოფლის სივრცე

ფოტო: Studio Ghibli
დონდოკოს ტყის სივრცე

ფოტო: Studio Ghibli