იუსტიციის უმაღლესი საბჭო

დოლიძე და ჯანეზაშვილი პარლამენტს მოსამართლის წარდგენის წესის შეცვლის მოთხოვნით მიმართავენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტს მოსამართლის წარდგენის წესის შეცვლის მოთხოვნით მიმართავენ. 

როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც "ჩინჩალაძის კლანის" ინტერესებით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას გამორიცხავს და პარლამენტს მისცემს შანსს, აირჩიოს მხოლოდ ღირსეული მოსამართლეები.

"ჩვენთვის მიუღებელია, რომ პარლამენტის თავჯდომარე ხვდება ისე იუსტიციის საბჭოს მდივანს ისე, რომ არ ითვალისწინებს ჩვენს მოსაზრებას და პოზიციას. დღეს ჩვენ ვართ კვლავ საფრთხის წინაშე, სასამართლოს გავლენიან წარმომადგენლებთან თანამშრომლობით შეიქმნება ისეთი პროცედურები, რომელებიც უბრალოდ შეალამაზებს პროცესს და არსობრივად არ შეცვლის არაფერს. საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები რომელიც გამორიცხავს ჩინჩალაძის კლანის ინტერესებით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და რომელიც საბოლოო ჯამში პარლამენტს მისცემს შანს აირჩიოს მხოლოდ ღირსეული მოსამართლეები. ეს არის ჩვენი მთავარი ინტერესი.",- ამბობს ჯანეზაშვილი. 

ჯანეზაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსიდან გამომდინარე იუსტიციის საბჭომ პარლამენტის წინაშე მხოლოდ ისეთი კანდიდატურები უნდა წარადგინოს, რომელთაც საბჭოს აბსოლუტურად ყველა წევრის მხარდაჭერა ექნებათ.

"მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსიდან გამომდინარე იუსტიციის საბჭომ პარლამენტის წინაშე მხოლოდ ისეთი კანდიდატურები უნდა წარადგინოს, რომელსაც ექნებათ საბჭოს აბსოლუტურად ყველა წევრის მხარდაჭერა. თუ ინდა ვინმეს მართლა უნდა რეალური ცვლილებები, მაშინ მათ მხარი უნდა დაუჭირონ ჩვენს ინიციატივას და წინადადებას. მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, შეიტანოს ცვლილებები კანონმდებლობაში და დაადგინოს რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურის შერჩევისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კონსესუსის საფუძველზე, რაც ყველა წევრის მოსაზრების გათვალისწინების შესაძლებლობას იძლევა",- აღნიშნა მან.

კომენტარები