ჭიჭინაძე ოცნებაზე: გუნდი წარმოუდგენიათ ფრინველთა, ადამიანთა გუნდს ისინი არ განეკუთვნებიან

ირაკლი კობახიძე და მისი პორტირებული გუნდი არის ამ პარლამენტში ყველაზე დიდი ბოროტება. საერთოდ რატომ და როგორ მოხვდნენ ჩემთვის გაუგებარია. როდესაც ეს ადამიანები სიტყვა გუნდს ახსენებენ, გუნდი წარმოუდგენიათ ფრინველთა, თორე ადამიანთა გუნდს ისინი ნამდვილად არ განეკუთვნებიან. ისინი ყოველდღე სცილდებიან ხალხს და თუ ასე გააგრძელებენ, ცუდად დაამთავრებენ. საკონსტიტუციო უმრავლესობა ნამდვილად აღარ იქნება, საერთოდ პარლამენტიც შეიძლება აღარ იყო. მოსამართლეები ეს არის ნამდვილად წყალგამყოფი.

პატრიოტთა ალიანსის წევრი დავით ჭიჭინაძე ქართულ ოცნებაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს.

კომენტარები