წმიდა სინოდი

სინოდმა 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ გამოაცხადა

patriarchate.ge

წმიდა სინოდმა 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა. სხდომის ოქმი საზოგადოებას ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა გააცნო.

"კრებამ მოისმინა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის მოხსენება, სამოციქულო მსახურების შესახებ საქართველოს ისტორიაში: რა არის გაკეთებული წარსულში და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ანდრია პირველწოდებულის ქადაგებით განათლებული, უფლის მადლითა და სიბრძნით. კრებამ განაჩინა, 12 მაისი დადგინდეს საქართველოს ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეთ და გამოცხადდეს იგი ეროვნულ დღესასწაულად“, - ნათქვამია სინოდის განჩინებაში.

კომენტარები