ლევან მურუსიძე

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა

facebook.com/levan.murusidze.98

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. მას საბჭოს 11-მა წევრმა მისცა ხმა. მურუსიძესთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გასაუბრება დღეს ჩატარდა. 

ლევან მურუსიძე მანამდეც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო, თუმცა, არა უვადოდ დანიშნული. წარსულში ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეც იყო, ასევე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 

მის სახელს უკავშირდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებისათვის სასჯელის შემსუბუქება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში ყველაზე გავლენიანი ფიგურა როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების დროს მიხეილ ჩინჩალაძეა. სწორედ ამ კლანის წევრად მოიაზრებს ის ლევან მურუსიძესაც. ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩინჩალაძე სხვა მოსამართლეებთან შედარებით გაცილებით ნაკლები საქმე აქვს განხილული, ამასთან, ჯანეზაშვილის თქმით, "ის პრივილეგიებით სარგებლობს და სასამართლო სისტემაში ერთგვარი შეფია. 

კომენტარები