სატრანსფერო ბაზარზე გიორგი ჩაკვეტაძის ფასი თითქმის ორჯერაა გაზრდილი. Transfermarket.de-ს განახლებული მონაცემების შემდეგ, გენტისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ღირებულება 9 მილიონი ევრო გახდა.
ამით, ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შორის სატრანსფერო ღირებულებით პირველ ადგილზე გადავიდა. მეორე ადგილზე საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის მცველი საბა კვირკველიაა, რომელიც 8 მილიონი ევრო ღირს.
ცნობისათვის, ბელგიის ჩემპიონატის მასშტაბით, ჩაკვეტაძე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორის მე-6 ადგილზეა.