ქუთაისის პარლამენტი

ვოლსკი: ქუთაისს ვტოვებთ საკმაოდ მძლავრი ფესვებით, განათლების ცენტრი იქნება

ჩვენს საყვარელ ქალაქში ვიცხოვრეთ გარკვეული პერიოდი და ამ ქალაქს ვტოვებთ საკმაოდ მძლავრი ფესვებით. ეს არის სატრანსპორტო ცენტრი, ეს იქნება განათლების ცენტრი და ამ შენობას გამოუჩნდება ღირსეული პატრონი, რომელიც არ მიატოვებს. მთავარია რომ ადგილზე გაცილებით უფრო ინტენსიურად და სწრაფად იმუშაოს სტრუქტურებმა. რასაკვირველია ბერია და სტალინის მოხსენიება და იმ შენობასთან დაკავშირება არის ერთერთი ფანდი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა მიმართავს, უკაცრავად, ახალი ნაციონალური მოძრაობა. არქივებში ჩაიხედეთ. კომკავშირული სულისკვეთება მაგ განცხადებებშია. არც ეს ქალაქია დავიწყებული. იქნება უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრი და სატრანსპორტო ცენტრი. თბილისში ყოველდღე უნდა მოვიდეს მთავრობის წევრი, ყოველდღე უნდა იყოს შეხვედრა მისიების წარმომადგნელებთან და დელეგაციებთან. ამაშია საქმე და გადაწყვეტილებაც ამის საფუძველზე იყო მიღებული.

უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი სერგო რატიანის განცხადებას პასუხობს, სადაც რატიანმა თქვა, რომ პარლამენტის თბილისში გადატანა ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნებაა. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, იანვრიდან პარლამენტი თბილისში გააგრძელებს მუშაობას.

კომენტარები