ახალი წლის ღამეს რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი გალა კონცერტის მონაწილეები ცნობილია.
საახალწლო ღონისძიებები მერიას 1 778 800 ლარი უჯდება. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, ამ თანხით 1200-მდე მუსისკოს-შემსრულებელი, 270 მომსახურე პერსონალი, სხვადასხვა სახის საახალწლო ატრიბუტიკა და ბუტაფორია, 50-მდე კონცერტი, აქტივობა და გალა კონცერტი ფინანსდება.
„31 დეკემბერს მთავარ ნაძვის ხესთან გეპატიჟებით ყველას, მეც თქვენთან ვიქნები ჩემი ოჯახით და ერთად შევხვდეთ 2019 წლის შემობრძანებას, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები და აუცილებლად აგვიხდება. 1 778 800 ლარი არის მოთხოვნილი გამარტივებული შესყიდვებისათვის საახალწლო ღონისძიებეზე. ეს თანხა ძირითადად ორიენტირებულია კრეატიულ გადაწყვეტილებებზე. ამ ტიპის მომსახურების შესყიდვა ტენდერით ვერ მოხდებოდა და ამ თანხის დიდი ნაწილი არის მომღერლების ჰონორარები.“ - თქვა კალაძემ.
მონაწილეების სრული სია ასე გამოიყურება:
NEW YORK VOICES
ნატო მეტონიძე
შვიდკაცა
Teen Club
გიორგი მახარაშვილი
ანრი ჯოხაძე
ნინი ბადურაშვილი
ქრისტინე იმედაძე
ვერნისაჟი
ოთო ნემსაძე
ლიზა ბაგრატიონი
გვანცა ზაქარეიშვილი
კახა კუხიანიძე
თიკა ჯამბურია
მარიკა თხელიძე
თამრიკო ჭოხონელიძე
მარიამ როინიშვილი
ეკა კახიანი
ნინი ბადურაშვილი
დუეტი ჯორჯია
მაია ჯაბუა
თემურ თათარაშვილი,
მანანა თოდაძე
ბესო კალანდაძე
ნინი ქარსელაძე
დათუნა მგელაძე
მაია ბარათაშვილი
გიორგი სუხიტაშვილი
The Quintessence
ნეკა სებისკვერაძე,
ლიზა ყენია
სოფო ხალვაში
ანი კეკუა
ცისანა სეფიაშვილი
„ქუჩის ბიჭები“,
ეკა დოლიძე
ნინა სუბლატი
ქრისტინე იმედაძე
ზუკა ხუციშვილი
ქეთი ორჯონიკიძე
ანა დოიაშვილი
მაია კაჭკაჭიშვილი
„ძვალი“
ირმა სოხაძე
ეკა მამალაძე
აჩიკო ნიჟარაძე
სოფო გელოვანი
ნოდიკო ტატიშვილი
სალომე ბაკურაძე
თიკა მახალდიანი
ელენე ფოჩხუა
მარიკო ებრალიძე
თამთა ჭელიძე
ნინო ძოწენიძე
ვერიკო ტურაშვილი
მაია დარსმელიძე
აჩიკო მეფარიძე
ნუცა შანშიაშვილი
მერიის ინფრომაციით, გალა კონცერტის წამყვანები იქნებიან: ბუბა გოგორიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, ლიზა წიკლაური, ირაკლი გაფრინდაშვილი, სალომე გოგიაშვილი, ნიკა ნანიტაშვილი.





