ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ტატამზე ხართან ბრძოლის ხელოვნებას ეუფლებიან. კუნგ ფუს ოსტატი რენ რუჟი თავისზე 5-ჯერ მძიმე მოწინააღმდეგეს კვირაში რამდენჯერმე უპირისპირდება.
"ამ ბრძოლაში ჩანს, თუ რამდენის გაბედვა შეუძლია ადამიანს. ესპანური კორიდა შოუა და არა სპორტული აქტივობა", - ამბობს ხართან მებრძოლი ჰუა იანგი.
აღსანიშნავია, რომ ხართან ბრძოლაში ცივი იარაღების დახმარება აკრძალულია. მებრძოლი მხოლოდ კუნგ ფუსა და ჭიდაობის ილეთებს უნდა იყენებდეს.





