პატრიარქის აღსაყდრება

ჟვანია: დღეს ერთადერთი გრძნობა, რაც მაქვს, არის მადლიერება ღვთის წინაშე, რომ უწმინდესი გვყავს

დღეს ერთადერთი გრძნობა, რაც მაქვს, ეს არის მადლიერება ღვთის წინაშე, რომ უწმინდესი გვყავს და მრავალი წელი გვყავდეს ერის სულიერ წინამძღვრად. დღეს განსაკუთრებით გამახსენდა და ვფიქრობდი იმ ადამიანებზე, რომლებმაც 41 წლის წინ იმჟამინდელი КГБ-ს კორდონი გაარღვიეს და მცხეთაში შემოვიდნენ საქართვლოს პატრიარქის აღსაყდრებაზე დასასწრებად. ეს იყო რწმენით სავსე ჩამოსვლა მცხეთაში და იმედით სავსე ჩამოსვლა, რომელიც აჩვენებდა ადამიანებს, რომ რაღაც ახალი ხდებოდა მთლიანად, საქართველოს ისტორიაში და ზუსტად ამ იმედებმა გაამართლა

პირველი არხის ცნობით, თქვა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ სვეტიცხოველში, სადაც პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა გაიმართა.

კომენტარები