15 წლის ფეხბურთელი

15 წლის ფეხბურთელმა "სელტიკთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

გლაზგოს "სელტიკის" ხელმძღვანელობამ 15 წლის ფეხბურთელ კარამოკო დემბელეს პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმა. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ის მთავარი გუნდის დუბლშემადგენლობაში ითამაშებს.

"ჩემი მიზანია, რომ პირველ გუნდში რაც შეიძლება მალე გადავიდე. პროფესიონალური კარიერის "სელტიკში" დაწყება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ოჯახმა ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა. ამ ასაკში ასეთი წნეხის გაძლება რთულია, მაგრამ ოჯახი ყველანაირად მეხმარება და ყველაფერს რეალურად აღვიქვამთ", - განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

კარამოკო დემბელე შოტლანდიის ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, მაგრამ საბოლოოდ, მან ინგლისის 15-წლამდელთა ნაკრების მაისური აირჩია. კარამოკო დემბელე ლონდონშია დაბადებული და "სელტიკის" ბავშვთა გუნდში 2013 წლიდან ირიცხებოდა.

კომენტარები